სახლი / Guides / კრიპები და ფარმი (დამწყებებისთვის)

კრიპები და ფარმი (დამწყებებისთვის)

➤   თამაშის იდეა და მარტივი ახსნა

Dota 2 არის 5 – 5 ის წინააღმდეგ გუნდური თამაში. თამაშის მოგება ხდება მოწინააღმდეგის “ენშენთის” იგივე ტრონის დამტვრევით.

throne-locations-on-map0

◘ თამაშის დაწყებისას ყველა გმირი არის სუსტი, ცოტა exp-ით და gold-ით. Experience გაძლევს ლეველებს რომ გააძლიერო სკილები, ხოლო ფულით უნდა იყიდოთ ნივთები რომლებსაც აქვთ სხვადასხვა დანიშნულება, მაგალითად ირბინოთ სწრაფად, გქონდეთ მეტი Damage ან გამოიყენოთ სპეციალური სკილები.

◘ შენი მისიაა გამოიყენო დრო რომ აიღო მეტი Exp და ფული რაც შეიძლება ჩქარა, ან დაეხმაროთ თქვენს გუნდს ამაში, ამავდროულად უნდა შეუშალოთ მოწინააღმდეგეს ხელი იგივეს განხორციელებაში. თუ თქვენ გქონდათ დიდი უპირატესობა LVL ში და ნივტებში მოწინააღმდეგეზე, თამაშის გვიან სტადიაში შეგიძლიათ ადვილად გაანადგუროთ მტერი, რასაც მიაყოლოთ მათი კოშკები (Tower-ები) და ბოლოს მათი ტრონი რითაც იგებთ თამაშს. იმ გზას თუ როგორ მიაღწევ ამყველაფერს ქვია დოტის თამაში.

◘ განვიხილოთ უფრო დაწვრილებით


➤   კრიპები და ფარმი

◘ თამაშში არის 3 Lane (გზა) [ Top; Mid; Bottom] რომელიც უშვებს კრიპებს ყოველ 30წამში   :00  და  :30  დროებზე. კრიპები მიყვებიან გზას სანამ არშეხვდებიან მოწინააღმდეგეს და ჩხუბობენ სიკვდილამდე. შენ უნდა იყო ახლოს მოწინააღმდეგე კრიპებთან რადგან მატი სიკვდილის შემდეგ გარშემო საშვალო რადიუსზე შენ და შენს თიმს მისდის Exp.


◘ იმისთვის რომ წახვიდე რომელიმე ლეინზე, ჯერ უნდა მონიშნო შენი გმირი მაუსის მარცხენა კნოპკით, შემდეგ მარჯვენათი დააჭიროთ ადგილს სადაც გინდათ რომ წავიდეს. თუ იმ ადგილას სადაც თქვენ დააჭირეთ მარჯვენა კნოპკით, დგას მოწინააღმდეგე, მაშინ თქვენი გმირი დაარტყავს მას როგორც კი მიუახლოვდება საკმარის მანძილზე. ყველა გმირს აქვს ჩვეულებრივი დარტყმა (წეღან ხსენებული) რომელსაც ხშირად ეძახიან Right Click ან Auto Attack. ეს დარტყმა ძირითადია დოტაში, განსაკუთრებით თამაშის დასაწყისში. თავიდან ზოგ გმირს არაქვს დიდი Damage რადგან არაქვს Exp ან ფული რომ იყიდოს ძვირიანი ნივთი.


◘ თუ თქვენ ხართ ის გმირი რომელიც აკეთებს ბოლო დარტყმას კრიპზე (ეგრედწოდებული Last Hit) მაშინ თქვენ მის მოკვლაში იღებთ ფულს. თუ თქვენ ვერგააკეთეთ ბოლო დარტყმა, მაშინ კრიპი გაძლევთ მხოლოდ Exp-ის. ესარის პირველი რაზეც უნდა ივარჯიშოთ დოტაში რომ გახდეთ უკეთესი მოთამაშე. კრიპის დაLastHit-ება ძალიან მნიშვნელოვანია! ყველა მოთამაშე იღებს 5 gold-ს ყოველ 3 წამში უბრალოდ იმისთვის რომ შემოსულია. თუმცა ეს ფული ძალიან ცოტაა და ბევრი Last Hit გჭირდებათ იმისთვის რომ იყიდოთ უკეთესი ნივთები, მოუგოთ მოწინააღმდეგეს და შესაბამისად მოიგოთ თამაში.


◘ თუმცა ეს არგაძლევთ საშვალებას თავისუფლად იდგეთ ლეინზე და ფარმოთ, რადგან მოწინააღმდეგეს შეუძლია მოკლას თავისი კრიპი როდესაც მისი სიცოცხლე დაბალია. ის ამაში არიღებს არაფერს, მხოლოდ თქვენ გაძლევთ ნაკლებ Exp-ის და არგაძლევთ საშვალებას აიღოთ ფული ამ კრიპის მოკვლით. შენიანი კრიპის მოკვლას ქვია Denie. (თქვენ ასევე შეგიძლიათ ააფეთქოთ თქვენი Tower თუ მას აქვს ცოტა სიცოცხლე) პარამეტრებში, ღილაკების სექციაში ამ მოძრაობას ქვია “Attack Move”. უმრავლესობას უყენია ასო “A”-ზე. უბრალოდ დააჩირეთ ამ ღილაკს და შემდეგ დააჭირეთ თქვენს კრიპს როდესაც მას ცოტა სიცოცხლეაქვს და თქვენ შეძლებთ დაადენაიოთ ის. დენაის შემთხვევაში კრიპს თავზე უჩნდება ძახილის ნიშანი (!).

denied0


◘ მოთამაშე რომელიც უკეთესია Last Hit-ში იღებს ფულს და არაცდის მოწინააღმდეგეს იგივეს, ამიტომ უნდა მოახდინო მაქსიმუმი ფოკუსი უპირატესობისთვის.


◘ ლეინების გარდა კიდევ არის ადგილები სადაც შეგიძლია ფულის აღება, მაგალითად ტყე (უფრო კორექტულად Jungle) რომელიც სავსეა ნეიტრალებით. აქ ჩნდებიან სუსტი, ნორმალური და ძლიერი მობები რომლებიც შესაბამისად გაძლევენ ნაკლებ ან მეტ Exp-ის და ფულს.


◘ ფარმის ერთ-ერთი საუკეთესო გზა არის მოწინააღმდეგის დაჩაგვრა (Harrase/Harrasing) რაც გულისხმობს მისი სიცოცხლის დაკლებას, რის შემდეგაც ის ვერ უახლოვდება კრიპებს იმის შიშით რომ მოკვდება. 1) უწევს ფულის დახარჯვა ჰილზე (სიცოცხლის მომატება) ან 2) მიდის ბაზაში რაც საკმაოდ მომგებიანია თქვენთვის.

untitled

Comments

comments

About Plctlay

• Sometimes i Like to dig a hole in my back yard and pretend i'm a carrot •

ასევე ნახეთ

კონსოლის – ჩათის ბრძანებები dota 2

გამარჯობათ , გთავაზობთ დოტა 2 – ის კონსოლის ბრძანებებს. ბრძანებების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისეთი …

Leave a Reply