სახლი / Guides / როგორ ვისწავლოთ თამაში, მაგრამ არ ვიცით საიდან დავიწყოთ !

როგორ ვისწავლოთ თამაში, მაგრამ არ ვიცით საიდან დავიწყოთ !

არ ჩაერიოთ ბრძოლაში დროზე ადრე !

ერთერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა , რომელსაც უშვებენ ახალბედები დოტაში – თამაშის დაწყების თანავე თავს ესხმიან პირველივე შემხვედრ მტრის გმირს , რათა რაც შეიძლება სწრაფად მოკლან იგი ,  ფიქრობენ , რომ გამოიმუშავებენ ფულს , იქსპის და დაიმსახურებენ პატივისცემას თიმში. საქმე სისხლისღვრამდე აუცილებლად მივა და თქვენ ვერც ვერავის ვერ მოკლავთ. დოტა 2 – ში უმნიშვნელოვანესია თამაშის საწყისი ეტაპი , რომელსა ,,ლაინინგი” ქვია – ეს ეტაპი აუცილებლად უნდა გაიაროთ ფრთხილად და მაქსიმალურად ეცადოთ ნაბიჯ-ნაბიჯ განავითაროთ თქვენი გმირი, აიღოთ მოწინააღმდეგის კრიპების ბოლო დარტყმები და იყიდოთ გამოსადეგი ნივთები. და შემდეგ მთელ გუნდთან ერთად მობილიზებულად გაემართოთ მოწინააღმდეგის მოსაკლავად.

ამიტომაც აჯობებს თამაშის საწყის ეტაპზე ფრთხილად ითამაშოთ , გამოიყენოთ თქვენი კრიპები – როგორც ცოცხალი ფარი , რუკის საშუალებით აკონტროლეთ მოწინააღმდეგის გადაადგილება, ეცადეთ დადოთ ვარდები რაც მოგცემთ მხედველობას და თავიდან აგაცილებთ არასასურველ თავდასხმებს. ლაინინგის დროს მოწინააღმდეგეზე თავდასხმა მხოლოდ 2 შემთხვევაში არის გამართლებული , პირველი იმ შემთხვევაში თუ თქვენ თამაშობთ სუპორტით და გინდათ თქვენს ქერი არ შეაწუხოს მოწინააღმდეგემ ლაინზე. ასეთი წვრილი დარტყმებით მოწინააღმდეგეს დაახარჯინებთ სიცოცხლის მოასამატებელ საშუალებებს და იგი იძულებული იქნება წავიდეს ბაზაში და მოიმატოს სიცოცხლე – ან სულაც დახარჯოს ფარმი სიცოცხლის მოსამატებელ ნივთებში. ასეთი თამაშის დროს აუცილებელია გქონდეს დადგმული ვარდები , რამეთუ თავიდან აიცილოთ მოწინააღმდეგის მოულოდნელი თავდასხმა. აუცილებლად უნდა იყოთ დარწმუნებული , რომ ასეთი მეთოდით თამაშისას თავად არ შემოაკვდებით მოწინააღმდეგეს. მეორე შემთხვევა – თავს დაესხათ სრული ძალებით , იმ შემთხვევაში თუ თქვენ დარწმუნებული ხართ , რომ თქვენ შეგიძლიათ მოწინააღმდეგის მოკვლა. მაგალითად იმ შემთხვევაში თუ მოწინააღმდეგე დატოვა მისმა მეწყვილემ და მან დაკარგა სიფრთხილე და სახიფათოდ მოუახლოვდა თქვენს თაუერს. ან თქვენთან განკისათვის გადმოვიდა სხვა თქვენი გუნდის წევრი, რომელსაც შეუძლია მოულოდნელად შევიდეს ჩხუბში და ელოდება საჭირო მომენტს.  მაგრამ არ არის რეკომენდირებული თავიდანვე კონცენტრირებულები იყოთ მოწინააღმდეგის მოკვლაზე.

სწორად აირჩიე გმირი !

დოტა 2 – ში 100 ზე მეტი გმირია , რომელთა რაოდენობაც სისტემატიურად იზრდება. ამიტომაც არ არის გასაკვირი თუ ვინმე გმირების სიმრავლის გამო დაიბნევა. ამიტომაც ამ შემთხვევაში მე გირჩევდით გამოიყენოთ სხვადასხვა საჭირო პროგრამები – გაკვეთილები , რომლებიც გასწავლიან თუ რომელი გმირები უნდა აირჩიოთ , რომელია გმირის მეგობარი და მტერი  – ამის შესახებ დავწერ სტატიას გაგიწევთ რეკომენდაციებს. გმირის სწორი არჩევა მთელ თამაშზე იქონიებს გავლენას , გმირის არჩევა გადაწყვიტავს  , როგორი იქნება თქვენი თამაში , როგორც საწყის , შუა , ფინალურ ეტაპებზე.

ჩემი შეხედულებით ძალიან ცუდია თავიდანვე მოინდომოთ რთული მიკროკონტროლის მქონდე პერსონაჟებით თამაში. თუ გინდათ , რომ არ დაიმსახუროთ ჯგუფში აგრესია ნუ აიღებთ ისეთ გმირებს როგორებიცაა – Invoker, Meepo, Io, Elder Titan, Enigma, Rubick, Ancient Apparition.  გირჩებდით , რომ სანამ არ ისწავლით ფარმს და თამაშის სპეციპიკას არ აირჩიოთ მარტივად გალახვადი პერსონაჟები , მიტუმეტეს ისინი , რომლებმაც მთავარი როლი უნდა ითამაშონ თამაშის მოგებაში (ქერი) მაგალითან ანტი – მაგი.

ყველაზე უკეთ დამწყებისთვის კარგია გმირები მარტივი შესაძლებლობებით , მაგალითად Wraith King – რომელსაც პრაქტიკულათ ერთი უნარი აქვს გამოსაყენებელი და დანერჩენი 3 პასიური. ცუდი არ არის თამაში დაიწყოთ შორს მსროლელი გმირებით – დროვ რეინჯერი , ვაიპერი , ასე შემდეგ …  ჩემი აზრით საუკეთესო გმირი დამწყებებისათვის არის Crystal Maiden  თქვენ გარანტირებლი გაქვთ მოუტანოთ თქვენს გუნდს სარგებელი, თქვენნი პასიური უნარის მანა რეგენერაციის დახმარებით. ასევე კარგია აირჩიოთ ორთავიანი დრაკონი ჯაკირო , რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს თქვენს გუნდს, გაითვალისწინეთ საპორტ როლის გმირების აღების შემთხვევაში თქვენ ვალდებულები ხართ იყიდოთ კურიერი – ვარდები !

ეკონტაქტეთ გუნდს !

აუცილებელია კომუნიკაცია გუნდთან , ნუ იქნებით დამოკიდებული და კონცენტრირებულები ჩათაობაზე , კონცენტრირდით თამაშზე , მაგრამ აუცილებლად წაიკითხეთ – დაწერეთ თქვენი და გუნდის გეგმების შესახებ. საუკეთესოა , როდესაც თქვენ გაქვთ კოორდინირებული შეტევა მოწინააღმდეგეზე ეს არის გასღები თამაშის მოგების. იმ შემთხვევაში თუ დეგენერატი შეგხვდათ და გაყენებთ შეურაწყოფას , უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ დაადოთ მუტ – ანუ აღარ მოისმინოთ მისგან არაფერი ! ესეც ძალიან კარგი გამოსავალია, აუცილებელია იმისათვის , რომ თქვენი თამაში იყოს შედეგიანი.

ეცადეთ თავი შეიკავოთ შეურაწყოფებისგან , რამეთუ ეს არის ონლაინ თამაში , და ასეთი ტიპის თამაშები სავსეა დეგენერატებით !

არ დაივიწყოთ მაღაზია !

დოტაში გმირს ჭირდება განვითარება ორი მიმართულებით – თქვენ უნდა მოაგროვოთ გამოცდილება (იქსპი) , მოაგროვოთ ფული და იყიდოთ საჭირო ნივთები. გაითვალისწინეთ , არ დაელოდოთ ნივთის სრული კომპლექტისათვის ფულის შეგროვებას , იყიდეთ ნივთი ნაწილნაწილ – ეს თქვენ მოგიმატებთ ძალას და თავიდან აგაცილებთ სიკვიდილის შემთხვევაში დიდი რაოდენობით ფულის დაკარგვას. იმისათვის , რომ ყოველ ჯერზე არ ირბინოთ ბაზაში თხოვეთ სუპორტს ან თუ თქვენ ხართ სუპორტი იყიდეთ კურიერი. იმ შემთხვევაში თუ გუნდს არ ყავს სუპორტი თავად იყიდეთ კურიერი მერწმუნეთ უფრო მეტ თანხას თანხას დაკარგავთ კურიერის გარეშე.  გაუფრთხილდით კურიერს , აკონტროლეთ კურიერ რათა მოწინააღმდეგემ არ მოკლას, თორემ რამოდენიმე წუთი დარჩებით კურიერის გარეშე და მოწინააღმდეგე მკვლელობით მიიღებს საკმაოდ დიდ თანხას.  ასევე ზოგიერთი ნივთი უნდა იყიდოთ ტყის სეკრეტ მაღაზიაში ნივთები რომლებსაც მარჯვენა ზედა კუთხეში აქვთ წითელი ნიშანი ისინი უნდა იყიდოთ ტყის მაღაზიებში. ასევე ზოგიერთი ნივთი შეგიძლიათ იყიდოთ თქვენი ხაზის მაღაზიაში თუ თქვენ არ ხართ მიდზე.  ნუ შეგეშინდებათ დაელოდეთ სანამ თქვენი კრიპები არ გაფუშავენ და არ გაიწევიან წინ შეძვერით და იყიდეთ ნივთი.

ნუ მოგერიდებათ სწავლის !

ნუ მოგერიდებათ , ნუ გაგიტყდებათ სწავლის – თავის დროზე ყველამ ასე ეტაპობრივად ისწავლა – სულ მალე დაგიდებთ კარგ გაკვეთილს სად შეგიძლიათ ისწავლოთ , როგორც ნივთების ასევე სკილ ბილდებიც. მერწმუნეთ ეს გადამწყვეტ როლს შეიტანს თქვენს თამაშში.

მზად იყავით დამარცხებისათვის !

ყველა ადამიანი განსხვავებულია , სწორედ ეს არის უნიკალური ადამიანში. ზოგი მძიმედ და აგრესიულად ხვდება დამარცხებას  , ზოგიც სხვას აბრალებს , ზოგი აცნობიერებს  , რომ დამარცხების გარეშე გამარჯვება არაფერს ნიშნავს. ასე , რომ მეგობრებო მზად იყავით თქვენ დოტა 2 ში აუცილებლად დამარცხდებით ვინც არ უნდა იყოთ , რაც არ უნდა იყოთ. არასოდეს დანებდეთ გამარჯვება , მხოლოდ განათლების ხარჯზეა შესაძლებელი , თუ თქვენ არ დანებდებით ისწავლით , წაიკითხავთ , იკითხავთ პასუხს მოისმენთ აუცილებლად შემდგარ მოთამაშედ იქცევით.

მადლობა წაკითხვისთვის, სასიამოვნო თამაშს გისურვებთ !

Comments

comments

About DaVinci

ასევე ნახეთ

კონსოლის – ჩათის ბრძანებები dota 2

გამარჯობათ , გთავაზობთ დოტა 2 – ის კონსოლის ბრძანებებს. ბრძანებების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისეთი …