სახლი / გმირების ისტორიები / როშანის ისტორია

როშანის ისტორია

როშანი არასოდეს არ ყოფილა გმირი , იგი ჩვეულებრივი ქურდი იყო , რომელმაც ერთხელ თვალი დაადგა ვაჭრის ქონებას . უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე ვერავინ ვერ შეძლო ვაჭრის რაიმე ნივთის მოპარვა, რადგან ისინი ლეგენდის თანახმად ღმერთების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ . მიუხედავად ამისა როშანმა მაინც მოახერხა და მოპარა ერთ-ერთ ვაჭარს მისი სადილი – ყველი და აეგისი . (აეგისი არის ფარი რომელიც ლეგენდის თანახმად ზევსს ეკუთვნოდა) . ვაჭარმა დაიჭირა როშანი თავის აეგისთან და ყველთან ერთად , როშანს კი სხვა გზა აღარ რჩებოდა , იმისთვის რომ გადარჩენილიყო მას ვაჭარი უნდა მოეკლა . ამის გამო ის ღმერთებმა სასტიკად დასაჯეს , მათ დაწყევლეს ის, აქციეს მონსტრად და მაგიური ძალების დახმარებით დააკავშირეს ერთ ადგილთან , რომელსაც ის ვერასოდეს დატოვებდა და იძულებული იქნებოდა იქ ებინადრა . როშანის უფრო დასატანჯად ღმერთებმა მის უკვდავებაზეც იზრუნეს . და ახლა ყოველი სიკვდილისას იგი განწირულია დაკარგოს აეგისი და ყველი , ხოლო გაცოცხლებისას მას ეს ორივე ნივთი უკან უბრუნდება . სამწუხაროდ როშანს მუდმივ სიცოცხლესთან ერთად მუდმივი ტანჯვაც ერგო წილად …….

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply