სახლი / Guides / ცოტაოდენი ინფორმაცია ნეიტრალების შესახებ

ცოტაოდენი ინფორმაცია ნეიტრალების შესახებ

 

ალბათ ყველას მოგეხსენებათ რომ Helm Of The Dominator იმდენად აღარ გამოიყენება რამდენადაც ეს 7.00 განახლებამდე ხდებოდა. ბევრი ფიქრობს რომ მას გამოყენება არაქვს და რომ უბრალოდ გოლდის ფუჭად გადაყრაა. რომ არაფერი ვთქვათ თამაშის საწყის სტადიებში ძალზედ გამოსადეგ რეგენერაციის აურასა და Attack Speed-ზე, მარტო ისიც საკმარისია, რომ მას შეუძლია ნებისმიერი კრიპის (გარდა Ancientებისა და როშანისა) კონტროლი, რამაც შეიძლება დიდი სარგებელი მოიტანოს თამაშის Early და Mid სტადიაში Gankებსა თუ Teamfightებში.

მაგრამ ეს სტატია არარის გამახვილებული დომინატორის Reworkზე, არამედ ნეიტრალ კრიპებზე რომელთაც თამაშზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა აქვთ თავისი Passive თუ Active შესაძლებლობებით.

 

ALPHA WOLF

მისი Passive შესაძლებლობა Packleader’s Aura მეტად გამოსადეგარი აურაა ყველა სიტუაციაში ესიქნება Push, Teamfight თუ უბრალოდ Junglingისთვის. მისი 30%-იანი Bonus DMG მეტნაკლებად უტოლდება Vengeful Spirit-ის Vengeance Aura’s Bonus DMG-ს (12%/20%/28%/36%). Alpha Wolf-ის გამოყენება არცისე რთულია, უბრალოდ აიძულეთ სდიოს გმირს თქვენი არჩევანისდა მიხედვით.

 

KOBOLD FOREMAN

კიდევ ერთი ნიეტრალი რომლის დანიშნულებაცაა ”სდიოს” გმირს. მისი გამოყენება ადვილია მაგრამ გააზრება იმისა თუ როდისაა საჭირო რატომღაც რთულია. უმეტეს შემთხვევებში გამოიყენება Core გმირებთან რომელთაც არ აქვთ კარგი Mobility და ჯერ ვერ გაუფარმიათ თავიანთი Mobility item. მაგალითად Sven, Lifestealer, Ursa და ა.შ. იგი დაგეხმარებათ 12%-იანი Bonus Movement Speed-ით რომ გაექცეთ ან დაიჭიროთ მოწინააღმდეგე გმირები.

 

OGRE FROSTMAGE 

ამ კრიპის მოვალეობა განსხვავდება ზემოთ ხსენებულთაგან. მისი მოვალეობა არაა მხოლოდ გმირს “სდიოს”. მას აქვს Active შესაძლებლობა რომელიც ძალიან გამოსადეგარია მთელი გუნდისთვის, ვინაიდან მას აქვს დაბალი Cooldown და დიდი ხანგრძლივობის დრო. +8 Armor შეიძლება ითქვას რომ Desolator-ის პირდაპირი Counter-ია. ასევე ძალიან კარგია Right-click გმირების წინააღმდეგ (Attack/Movement Speed Slow როდესაც გესვრიან/გირტყამენ)

 

HILL TROLL PRIEST

შეიძლება ითქვას რომ ყველაზე დაუფასებელი კრიპია ნეიტრალებს შორის. მას აქვს Auto-Cast შესაძლებლობა რომელიც ყოველ 0.5 წამში გიმატებს 15 HP-ს. მაგრამ იგი ავტომატურად ირჩევს სამიზნეს და მას უმატებს სიცოცხლეს და არა იმას ვისაც შენ მოისურვებ. დოტა არარის თამაში სადაც შენ აკონტროლებ კრიპს და ყოველ 0.5 წამში უმატებ სიცოცხლეს შენს თავს ან ვინმე სხვას, მაგრამ 1 vs 1 სიტუაციებში ან მაშინ როდესაც განცალკევებით ხარ 30HP regen წამში ძალიან კარგია. ასევე არ დავივიწყოთ მისი Passive შესაძლებლობა +3 mana regen.

 

GHOST

მისი Passive შესაძლებლობა შეანელოს გმირი ყოველ სროლაზე შეიძლება გამოყენებული იქნას Gank-ის,დევნის ან უბრალოდ თავდაცვის მიზნით. 20% Movement Speed Slow არარის ცოტა ვინაიდან Sange-სას უტოლდება.

 

 

 

SATYR TORMENTOR

Unholy Aura + Helm Of The Dominator = 14HP Regen Aura. თამაშის საწყის სტადიაში რთულია თამაში მოწინააღმდეგესთან რომელსაც 14HP რეგენერაცია აქვს და ასევე კრიპების შეკავება რომლებსაც იგივე HP რეგენერაცია აქვთ. არდავივიწყოთ Shockwave რომელსაც 8 წამიანი Cooldown და 160 Magical DMG აქვს. ნორმალურ გმირს აკლდება 120 DMG რომელიც Early-ში საშუალოდ 10-15%ია გმირების სიცოცხლისა.

 

WILDWING RIPPER

ერთერთი ყველაზე სუსტი ნეიტრალი რომლის გამოყენება შეიძლება Early Harass-ისთვის თავისი Tornado-ს გამოყენებით და ცხოვრების შემსუბუქებისთვის Toughness Aura-ს მეშვეობით.

 

 

 

DARK TROLL SUMMONER

კრიპი რომელიც საჭიროა როდესაც Long-Range Disabler თანაგუნდელი არგყავს და ინიციატივისთვის საჭიროა Root. მას აქვს კარგი Cast-Range და Cast-Point მაგრამ არარის ძალიან ხანგრძლივი რის გამოც უმეტესად სხვა Disable Spell-ისთვის ინიციატივის სახით გამოიყენება. მეორე შესაძლებლობა შეიძლება გამოყენებული იქნას Push-ისთვის.

 

 

MUD GOLEM

თითქმის იგივე დანიშნულება აქვს რაც DARK TROLL SUMMONER-ს მაგრამ დამატებული DMG-ით და Cast-Range-ით. Stun-ის ხანგრძლივობა 0.6 წამია მაგრამ დამატებული 2 Shard რომლებიც ჩნდებიან მისი სიკვდილის შემდეგ, შესაძლებელია მოწინააღმდეგე გმირის თითქმის 2 წამით და-Stun-ვა და 375 Magical DMG-ის მიყენება.

 

HELLBEAR SMASHER

 

უმეტესწილად გამოიყენება Gank-ისთვის და ასევე გამოყენებადია Push-ისთვისაც. Thunder Clap რომელსაც აქვს 25% Movement Speed Slow თითქმის გარანტირებულად დაგეხმარებათ წარმატებული Gank-ის ჩატარებაში.

 

 

 

CENTAUR CONQUEROR

არ აქვს არანაირი აურა და მხოლოდ გამოიყენება Disable-სთვის. War Stomp-ს აქვს დიდი Cooldown რომელიც შეადგენს 20 წამს და ასევე დიდი Cast-Point. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ რომ 2 წამიანი Stun საკმარისია იმისთვის რომ მოწინააღმდეგე გავაქროთ ამ ქვეყნიდან ან თუ პირიქითაა და აქეთ მოგვსდევენ ჩვენ გავქრეთ მათი თვალთახედვიდან.

 

 

HARPY STORMCRAFTER

საუკეთესო ნეიტრალი Lane-ზე მოწინააღმდეგის შესაწუხებლად და მათი ნერვების დასათხრელად Early Game-ში. 4 წამიანი Cooldown და 140 Magic DMG საკმაოდ კარგია მოწინააღმდეგის დასაშოშმინებლად.

 

 

SATYR BANISHER

ამ კრიპის მოვალეობაა იყოს Diffusal Blade 7.00 განახლებამდე. Purge-ს წყალობით შეგიძლიათ ნებისმიერ თანაგუნდელს მოაშოროთ Disable-ების და Silence-ბის უმეტესობა რამაც შეიძლება Teamfight თქვენს სასარგებლოდ მოატრიალოს. ასევე შეგიძლიათ შეანელოთ მოწინააღმდეგე ისევე როგორც ამას აკეთებთ Diffusal-ით.

 

 

Comments

comments

About Arct1c-

ასევე ნახეთ

კონსოლის – ჩათის ბრძანებები dota 2

გამარჯობათ , გთავაზობთ დოტა 2 – ის კონსოლის ბრძანებებს. ბრძანებების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისეთი …

Leave a Reply