სახლი / Patch-ის განახლებები / 1 ნოემბერი ! 7.07 ? რას ველოდებით , რა გვინდა და რა იქნება?

1 ნოემბერი ! 7.07 ? რას ველოდებით , რა გვინდა და რა იქნება?

დაახლოებით ორთვიანი პაუზის შემდეგ Valve-მ დაანონსა მორიგი დიდი განახლება, (1 ნოემბერი) რომელმაც თამაშში ორ ახალ გმირთან ერთად სხვა ბევრი , იმედია ასევე სასიამოვნო , სიახლე უნდა შემოიტანოს. 

რას ველოდებით? 

ველოდებით ორ ახალ გმირს , მათგან ერთი, როგორც ვიდეოდან ჩანს არის Core ხოლო მეორე უფრო Support-ს წააგავს ასე, რომ თითქმის ყველა როლის მოთამაშეებს ელით სასიამოვნო სიახლე. ვიდეორგოლიდან შეიძლება ვივარაუდოთ , რომ Core როლის გმირი შესაძლოა მოწინააღმდეგე გმირებს Passive შესაძლებლობებს უთიშავდეს. 

ასევე ველოდებით ამ Meta-სთვის ყველაზე გამაღიზიანებელი და ყელში ამოსული გმირების ნეფს. ესენია Necro , Venomancer , Bloodseeker . ასევე შესაძლოა დაინერფოს Shaker თუმცა დაბეჯითებით ვერაფერს ვერ ვიტყვით .

 

ასევე დაიდო არაოფიციალური ინფორმაცია , რომ შეიცვლება Legion Commander-ის პირველი შესაძლებლობა , ამ ინფორმაციის მიხედვით მას უკვე შეეძლება მოწინააღმდეგეს წაართვას ოქრო – ჯერ ჩემთვისაც გაუგებარია რამდენად სწორი და გამართლებულია მსგავსი რამის თამაშში შემოტანა , მეორე მხრივ ეს მხოლოდ არაოფიციალური ინფორმაციაა .

 

 

რა გვინდა?

გვინდა ყველაზე დაბალანსებული Patch სადაც თითქმის ყველა გმირი დაიფიქება თანაბარი სიხშირით და ყველა გმირი ისარგებლებს თანაბარი პოპულარობით (მაგრამ ეს არასოდეს არ მოხდება) . ძალიან გვინდა რეიტინგული თანაშების სისტემის შეცვლა , განსაკუთრებით კი როლების მიხედვით თამაშის ძებნის დამატება . განვმარტავ – ანუ ის , რომ მოთამაშეს შეეძლოს ძებნის დაწყებამდე როლის არჩევა რომელზეც მას სურს თამაში  , ასე შეხვდეს სხვა მოთამაშეებს , რომლებსაც ასევე სხვადასხვა როლები ჰქონდათ მითითებული , ხოლო მატჩის ჩართვისას იყო მხოლოდ იმ გმირების არჩევა შესაძლებელი , რომლებიც ასე თუ ისე მოცემულ როლს ერგებიან. რას შეცვლის ეს? იმას რომ აღარ იქნება უაზრო კამათი ამა თუ იმ პოზიციის განაწილებისთვის , რაცას თამაში პირველივე წუთიდან არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ასევე კარგი იქნებოდა თუ რაიმე სახის წამახალისებელ ევენთს შემოგვთავაზებენ Community-ს გამოსაცოცხლებლად .

 

რა იქნება?

დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ , რომ განახლების შემდეგ 100%-ით დაემატება ორი ახალი გმირი. ხოლო დანარჩენზე მხოლოდ ვარაუდები და დიდი იმედებია , რადგან Valve ის კომპანიაა , რომელიც თითქმის არასოდეს არ ამხელს საკუთრ სამომავლო გეგმებს.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

გთავაზობთ Ninja in Pyjamas Team-ის შემადგენლობას

Active Squad   ID Name Position Join Date Era Adrian Kryeziu 1 2017-01-25 qojqva Max Broecker …