Invoker-ის ისტორია

მაგია თავისი ძველი , შეიძლება ითქვას ყველაზე ძლიერი ფორმით, ყოველთვის იყო მახსოვრობის ძირითადი ხელოვნება. ის არ მოითხოვდა არანაირ ტექნიკას, ჯოხებს ან სხვა ნივთებს , გამონაკლისი იყო თვით მაგიკოსის მახსოვრობა. ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა – იყო მაგიური რესურსი , რომელიც ეხმარებოდა მაგიკოსს გაეხსენებინა მაგიის ფსიქოლოგიური ფორმულა ყველა დეტალით – ეს კი მაგიურ ძალას გასაქანს აძლევდა. იმ დროის უდიდესი მაგიკოსები დაჯილდოვებულნი იყვნენ ჩინებული მახსოვრობით , ხოლო თვით მაგია ისეთი რთული შესასწავლი იყო, რომ ჯადოქრები იძულებულები იყვნენ, რაღაც ცალკეულ მაგიის ტიპზე მოეხდინათ კონცენტრაცია. მიუხედავად ამის , ყველაზე კარგ ჯადოქრებსაც კი შეეძლოთ იმედი დაეტოვებინათ, რომ ცხოვრების განმავლობაში სამ-ოთხ მაგიის ტიპს შეისწავლიდნენ . უბრალო ჯადოქრებმა იცოდნენ სულ მაგიის ორი ტიპი, შესაბამისად არც თუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ , ის რომ სოფელში მცხოვრებმა ჯადოქარმა მხოლოდ მაგიის ერთი ტიპი იცოდა . ესეც კი დიდ სირთულეს წარმაოდგენდა მისთვის , რადგან მაგია ბევრ ვარჯიშს , ინსტრუქციებს და ცოდნის განმტკიცებას მოითხოვდა,  დემონსტრირების წინ.  ყველა ამ ჯადოქარს შორის იყო მხოლოდ ერთი , მაგრამ გენიალური და უზარამზარი მახსოვრობის პატრონი – მას ერქვა ინვოკერი . უკვე თავის ახალგაზრდობაში მან შეძლო გამოყენებინა არა სამი , ოთხი , ხუთი ან ექვსი მაგია , არამედ იგი ფლობდა არანაკლებ მაგიის ათ სახეობას, რომლებსაც იგი თითქმის ერთდროულად იყენებდა . მან ამაზე მეტიც იცოდა , მაგრამ დანარჩენს იგი უსარგებლოდ თვლიდა . ამ მაგიებიდან ერთ-ერთი იყო Sempiternal Cantrap , რომელიც იმდენად ძლიერი გახლდათ , რომ მისი გამოყენების კვალი მსოფლიოს შექმნის პირველივე დღიდან ეტყობოდა (ან უბრალოდ მიმოფანტულია ატომებად) . უკვდავების თითქმის უმეტესობა ჩუმად ცხოვრობს , მალავს ყველა საიდუმლოს სამყაროსგან , მაგრამ ინვოკერი არ არის ის ვინც თავის ნიჭს სხვენში ინახავს. ის – ძველი , ყველაზე მეტის მცოდნე გონების პატრონია , რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია , როგორც საკუთარ , ასევე საკუთარი მაგიის არსებობაზე პრეტენზიის ქონა . ინვოკერი ეს ის ჯადოქარია , რომელიც თავს საკუთარი მაგიით ირთობს და ასე აკვირდება ამ ბნელი სამყაროს ბოლო დღეებს…

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply