Kunkka-ს ისტორია

იდუმალ სამყაროში არის ერთი კუნძულთა არქიპელაგი, რომელთა მაცხოვრებლები მთელს თავის ცოდნას და ძალას იღებენ ოკეანის იდუმალებიდან, ამ სახელმწიფოს ნაპირებს უამრავი გემი ამშვენებს, ხოლო მაცხოვრებლებიდან თითოეული თავის ვალდებულებად თვლის ამ სახელმწიფოს დაცვას და ნაოსნობაში ცოდნის ამაღლებას. არაერთი ომი გადაუტანიათ და იციან გამარჯვების ტკბილი სურნელი და მარცხის მწარე გემო. ამ დასახლებას სათავეში ედგნენ ჯადოქრები და ყველაზე გავლენიანი ადმირალი კუნკა. დროთა განმავლობაში მათ აითვისეს ნაოსნობის უდიდესი უნარები და ამ სფეროში ცოდნის პიკს მიაღწიეს, მაგრამ ჯადოქრებმა გადაწყვიტეს დაუფლებოდნენ წყლის იდუმალ ძალას სახელმწიფოს გაძლიერების მიზნით , ამ გეგმაზე კუნკას არაფერი გაუგია. მათ მიერ აღმოჩენილმა ახალმა ძალებმა გამოაღვიძეს საშინელი დემონები და ზღვის მონსტრები, უამრავი დემონური ხომალდი შეგროვდა არქიპელაგის ნაპირებთან , მათი მიზანი იყო ერთი- ყველანაირ ფასად დედაქალაქის აღება და ჯადოსნური ძალების დაუფლება. სახელმწიფოში შეიკრიბა ყველა დიდი და პატარა – ისინი მზად იყვნენ თავგანწირვისთვის მაგრამ მალევე მიხვდნენ რომ ამ ბრძოლას ისინი ვერ მოიგებდნენ, დემონები სიკვდილის შემდეგაც აგრძელებდნენ ბრძოლას. უცებ ზეცა ჩამობნელდა, შავმა ღრუბლებმა მოიცვა ყველაფერი, ამ დროს ადმირალმა კუნკამ გადამწყვეტი იერიში დაიწყო, იგი წინ უძღოდა მამაც მეომრებს და როდესაც გამარჯვებამდე სულ ცოტა აკლდათ, მოხდა მოულოდნელი – ამდენმა ბრძოლამ და სისხლმა ღრმა ძილიდან მივიწყებული ღვთაება გამოაღვიძა. კუნკას ეკიპაჟისკენ წყლიდან უზარმაზარი არსება წამოვიდა, უზარმაზარი ზომის საცეცები ამოვიდა წყლიდან,რომელმაც ერთდროულად რამდენიმე ხომალდი შთანთქა, ეს იყო მომენტი როდესაც კუნკას „გამარჯვება“ თავზარდამცემი მარცხით დასრულდა. ბრძოლის ველი საშინელმა ღრიალმა მოიცვა რომელსაც საზარელი არსება გამოსცემდა სახელად ლევიატანი. ეს იყო უკანასკნელი ხმა რაც იმ დღეს მებრძოლებმა გაიგეს. იქამდე სანამ კუნკა ოკეანის წყლებში გაუჩინარდებოდა მან დაინახა „ტაიდჰანთერი“- ის ვინც ეს მონსტრი გამოიძახა. ამის შემდეგ რა მოხდა აღარავინ იცის გარდა ერთისა- კუნკა დღემდე ეძებს მისი სახელმწიფოს დამანგრეველს და ის იქამდე არ შეწყვეტს ძიებას სანამ ისევე არ შთანთქავს ოკეანე მის დაუძინებელ მტერს როგორც მისი ქალაქი იქნა შთანთქმული ოკეანის ფსკერის მიერ…

Comments

comments

About BLESS

ასევე ნახეთ

Monkey King-ის ისტორია

500 წლის განმავლობაში ის მთის ქვეშ იყო გამომწყვდეული, მხოლოდ მისი თავი იყო თავისუფალი გამანადგურებელი წნეხისგან. …