სახლი / გმირების ისტორიები / Legion Commander-ის ისტორია

Legion Commander-ის ისტორია

ისინი მოვიდნენ გაუბრთხილებლად, შემოაღწიეს ქალაქ სტოუნჰოლის კედლებში და თან გამოსცემდნენ საშინელ ხმებს. ამ დროს ბნელეთიდან მოვიდა უცნობი, რომელსაც მოჰყვა სასტიკი მხეცების ძალა, ისინი იმდენნი იყვნენ, რომ მათი დათვლა შეუძლებელი იყო. მათ ამოძრავებდათ ბნელი მიზანი, რომლის მისაღწევადაც გამოწრთბილი ცეცხლის ალითა და უხეში მაგიით,დახოცეს და ტყვედ წაიყცანეს დედები დამათი ვაჟები. საბოლოოდ ძლევამოსილი სტოუნჰელელების სამხედრო ძალას მხოლოდ ბრინჯაოს ლეგიონიღა შემორჩა რომელსაც სათავეში დაუოკებელი მეთაური ქალი ტრესდინი ჩაუდგათ. ლეგიონი მომზადებული იყო იმისათვის, რომ დამპყრობლებისათვის პასუხი ბრძოლით გაეცა. მათ გააჭენეს თავიანთი ქალაქისკენ და ბრძოლის შედეგად ქუჩები და გადამწვარი მაღაზიები სისხლით მორწყეს. ისინი გზას მიიკვლევდნენ ამაზრზენ ბრბოში, მაგრამ ამ დროს მათ შეიტყეს, რომ ქალაქის ცენტრიდან ერთეული განხეთქილების ხმა მოისმოდა და მონსტრების უბსკრულიდან სიღრმიდან ქუხდა და ხალხს თავზარს სცემდა მათი საშინელი ჩემპიონი,უსაზღვრო ლაშქრის ლიდერი მხეცი.მხეცმა ისროლა თავისი მასიური ხანჯალი და ერთ ერთი ლეგიონერი შუაზე გადაჭრა, მისი სხეული მიწაზე დაეცა და ლპობა დაიწყო. ამ დროს ტერსდინმა აღმართა მტრების სისხლით შეღებილი მახვილი და მხეცს განრისხებული მზერა მიაბყრო, ის შემობრუნდა გადაიხარხარა და საზარელი კბილების ლაბირინთი გამოაჩინა. უთავო ბრძოლა მძვინვარებდა ქალაქის ქუჩებშ და ამ დროს ორმა ლიდერმა ერთმანეთს შეუტია.
შეტევები ახლდებოდა, წყვილი კი ცეკვავდა თავიანთ სასიკვდილო დუელში, ხოლო ბრინჯაოს ლეგიონი მათ გარს შემოეხვია რათა დასასრულისთვის თვალი ედევნებინათ. ტრესდინი წინ გაიჭრა, ისევე როგორც მისი მოწინააღმდეგე, ურჩხულმა ხმალი მოიქნია და ისე შეხვდა მას, მაგრამ შანსები შეიცვალა, მოულოდნელმა შეტევამ ტრესდინი მიწასთან გაასწორა, მას სასტიკად დაარტყეს გვერდიდან, მაგრამ მაშინაც კი, როცა მისი ბალანსი დაირღვა, მან მოიკრიბა დარჩენილი ძალა კიდევ ერთი შეტევის განსახორციელებლად. ხმლები ერთმანეთს კაწრავდა, ლიდერთა ბრძოლამ ქალაქის გარეთ გადაინაცვლა, სისხლიანი კვალის მიღმა გარკვევით მოჩანდა ორი მოწინააღმდეგე, რომლებიც მრისხანედ იბრძოდნენ, მათი ხმლები ნაპერწკლებს ყრიდა ხოლო თვითნ კი ჭრილობებიდან სისხლი სდიოდათ. ბოროტი მაყურებლები გაოგნდნენ როცა ტრესდინმა მოწინაარმდეგეს მახვილი პირდაპირ გულში აძგერა. კივილმა ღრუბლები ორად გაყო, მხეცს ტკივილისა და ტანჯვის ტალღა აღმოხდა. სტიგანის პორტალი შეირყა, ძალა რომელიც მას ინარჩუნებდა უეცრად უბსკრულის მიღმა აღმოჩნდა და გაუჩნარდა. გადარჩენილი დამბრყობლები მალევე დაეცნენ სტოუნჰოლის ფოლადზე.
მიუხედავად ტრესდინის გამარჯვებისა ეს არავის აღუნიშნავს, რადგან ქალაქი ნანგრევებში იწვა, ხოლო გადარჩენილების რიცხვი ძალიან მცირე იყო, ხანძარი კი გავრცელებას განაგრძობდა. მეთაურმა შეკრიბა იმდენი მოკავშირე რამდენიც მას შეეძლო. იგი განრისხდა როცა საკუთარი ქალაქი საბოლოოდ გადამწვარი და განადგურებული ნახა და მან პირობა დადო, რომ ის სასტიკად იძიებდა შურს მხეცების უბსკრულზე და დაწყევლილი იქნებოდა ის ვინც გაბედავდა და მას გზაზე გადაეღობება.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …