Magnus-ის ისტორია

მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმებოდნენ ერთმანეთს მთა იორლაკის საუკეთესო მჭედლები – იმაში რომ , მაგნოგორის რქა ყველაზე ძვირფასი მასალა გახლდათ. ყველაზე დიდი და ბასრი რქა კი ჰქონდა ცხოველს სახელად მაგნუსი. მაგნუსი თავისი ,ბასრი რქით, ჯერ კიდევ ამ მჭედლების წინაპრებს გაუმკლავდა , რომლებიც მისი რასის ყველაზე დიდი საგანძურის წარმთევას ცდილობდნენ . დღითი დღე ის ბრუნდებოდა გამოქვაბულში ნაკაწრებით, იარებითა და სისხლით მოსვრილი რქით, იმ დღემდე, სანამ მისი ტიმის ბელადმა არ ურჩია მას და მთელ მის ტომს დაეტოვებინათ გამოქვაბული და მოეძებნათ საცხოვრებელი ჩრდილოეთით დიდი მთების ჩრდილქვეშ . მაგნუსს მხოლოდ ჩაეცინა, რადგან ის მუდამ ახერხებდა თავისი ტომის დაცვას . მან გადაწყვიტა, რომ ტომი მაინც დარჩებოდა გამოქვაბულში , რადგან მაგნოროგებს არ სჯეროდათ დამთხვევების და ისინი არ ცვლიდნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს . თუმცა როდესაც მთა-ვულკანი იორლაკი უეცრად ამოიფრქვა და მაგნუსის ტომის ნახევარი განადგურდა, ის და მისი ტომის გადარჩენილი წევრები იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ გამოქვაბული და წასულიყვნენ ახალი სახლის საძებნად . გადარჩენილები მიდიოდნენ ჩრდილოეთით მანამ , სანამ მათ გზად არ შეხვდათ ასობით მეომარი, რომლებიც აღჭურვილნი იყვნენ გავარვარებული ხმლებითა და მშვილდებით . მაგნუსი ნაკლებს არც ელოდა . იგი გაუძღვა თავის ძმებს და დებს მათთვის ყველაზე მძიმე ბრძოლაში . ბრძოლის ველზე მაგნუსი ისე ასწორებდა ყველაფერს მიწასთან, რომ ამას თვით ცეცხლოვანი მთის ნამოქმედარს თუ შეადარებდნენ . ამ დროს კი მაგნუსის ტომის უხუცესები და წინაპრეპი ერთი მეორის მიყოლებით ეცემოდნენ ბრძოლის ველზე .. იმაზე , თუ როგორ განვითარდა ამის შემდეგ მოვლენები , მჭედლები დღესაც კი კამათობენ . ერთნი ამბობენ, რომ მაგნუსმა თავისი ტომი გადაარჩინა და გააძლიერა , მეორენი კი ფიქრობენ რომ ის ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა და მრავალჯერადი ჭრილობების გამო, ტომის ბელადის გვერდით , გარდაიცვალა . მაგრამ არცერთი მათგანი არ არის სწორი . მაგნუსმა დაიფიცა, რომ ის დაბრუნდებოდა თავის ტომში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც იორლაკის ვულკანის ამოფრქვევაში დამნაშავე ყველა სულიერს გამოამშვიდობებდა სიცოცხლეს მისი ძლევამოსი რქით . მაგნუსებს ხომ დამთხვევების არ სჯერათ……..

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …