სახლი / გმირების ისტორიები / Meepo-ს ისტორია (წინასიტყვაობა)

Meepo-ს ისტორია (წინასიტყვაობა)

«ჩემი აზრით , ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ორი რამ : ისინი ვისაც შენ იცნობ და ისინი ვინც შეიძლება იპოვო . იცხოვრე ჩრდილის ხეობის ნანგრევებზე და მიხვდები , რომ საკვების ძეიბაც კი რთული საქმეა . შენ მოგიწევს მათხოვრობა და ეკონომიურად ძალიან გაგიჭირდება . შენი გადარჩენის გზა შენსავე ძლიერ მხარეებზე არის დამოკიდებული . ზოგ ცხოველს ძალიან მარტივად შეუძლია შენი მოკვლა , ასე რომ უნდა ინადირო სუსტებზე და ერიდო მათ ვინც შენზე ძლიერია . მიუხედავად ამისა არის მაინც რაღაც კარგი – ეს ნანგრევები არის ძვირფასი ისტორიის საცავი ხოლო მათთვის ვინც ამ ნანგრევებში ცხოვრობს ეს ისტორია ყველაზე ძვირფასია . ადრე აქ იყო სასახლე და მაში მცხოვრებნი თავიანთ ბნელ რიტუალებს ატარებდნენ . იმ შემთხვევაში , თუ ვინმე ახერხებდა რომ გადარჩენილიყო ამ საშინელი ცერემონიების შემდეგ, აქ მცხოვრებნი ამტვრევდნენ კრისტალს და მცირე ნაწილებად ანაწევრებდნენ ტანჯულის სულს . თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათი ხელოვნება შეუდარებელი გახლდათ. სკულპტურები და სხვები …  მე იცი შენ რას გეტყვი : ხდება ხოლმე როცა აწყდები ძველი კუთხვილის ნაკლეჯებს , ცდილობ მერე რაც შეიძლება მეტის შეგროვებას , წაღებას – ყიდი ქალაქში და ამის შემდეგ რამდენიმე კვირა უზრუნველად ცხოვრობ . ხოლო თუ მთლად გაგიმართლებს ნახავ ჩრდილის ხეობის კრისტალს , დააწესებ მასზე მაღალ ფასს და დაიწყებ მყიდველის ძებნას . ბევრია ისეთი ბრიყვი , რომელიც მსგავს გამოუსადეგარ ნივთს ეძებს . ხოლო თუ ვერ ახერხებ ვერავის ნახვას – მიჰყიდი კრისტალს პირველივე შემხვედრ ჯადოქარს . მათ განსაკუთრებით უყვართ მსგავსი ნივთები . მაგრამ ფრთხილად უნდა იყო . ნამდვილად არ შეგშურდება მისი ვისაც ხელიდან გაუვარდება ეს კრისტალი . ეს ძალიან მტკივნეულია.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …