Miracle- Team Liquid-ში

ორი დღით ადრე, სანამ Fall Shuffle დასრულდებოდა, Team Liquid-მა გამოაქვეყნა ახალი როსტერი, ყველასთვის მოულოდნელი ორი ახალი მოთამაშით.

კვირის დასაწყისში, Team Liquid-მა,  Epicenter-ის გაამრჯვებულმა და ორი Majors-ის მეორე ადგილზე გასულმა გუნდმა, სინანულით განაცხადა Jesse ‘JerAx’ Vainikka-ს წასვლის შესახებ, მასთან ერთად  Adrian ‘FATA’ Trinks-იც აღარ გააგრძელებს თამაშს.

KuroKy-ის განცხადება ამ თემაზე:

,,მინდა მადლობა გადავუხადო ადრიანს და ჯესის იმ წლებისთვის რომლებიც ერთად გავატარეთ და წარმატებას ვუსურვებ  მომავალში. ახლა კი, მინდა მივესალმო ჩვენს ორ ახალ გუნდელს, Bulba-ს და Miracle-ს, რომლემთან ერთადაც იმედი მაქვს  წარმატებას მივაღწევთ”.

მომავლის ახალი გეგმებით და ძლიერი შემადგენლობით, Lasse ‘MATUMBAMAN’ Urpalainen, KuoKy, და Ivan ‘MinD_ContRoL’ Borislavov-მა გადაწყვიტეს რომ KuoKy ისევ გუნდის კაპიტანი იყოს. ისინი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის არიან, ასევე დიდი ხნის მეგობრებიც.

დღესდღეობით ყველას აინტერესებდა რას გადაწყვეტდა Miracle-, რომელმაც დატოვა OG.  ის შეუერთდა ამ უძლიერეს ტრიოს და მათთან ერთად ეცდება Team Liquid გახდეს ლიდერი გუნდი.

Miracle-ს განცხადება ამ თემაზე:

,,დიდი სურვილი მქონდა მეთამაშა Team Liquid-ში,  გუნდის ყველა წევრი ჩემი დიდი ხნის მეგობარია. იმედი მაქვს ჩვენ ერთად შევძლებთ ავიხდინოთ ჩვენი ოცნებები და მივაღწიოთ წარმატებას”.

Team Liquid-ის ახალი შემადგენლობა:

jordan1 Amer ‘Miracle-‘ Al-Barkawi
united%20states1 Kanishka Sam ‘BuLba‘ Sosale
finland1 Lasse ‘MATUMBAMAN‘ Urpalainen
bulgaria1 Ivan ‘MinD_ContRoL‘ Borislavov
germany1 Kuro ‘KuroKy‘ Salehi Takhasomi

 

Comments

comments

About Nemo

ასევე ნახეთ

7.00 Patch-ის ვიდეოგანხილვა

გამარჯობათ , როგორც თქვენთვის ცნობილია გუშინ , 11 დეკემბერს , გამოვიდა დოტა 2-ის ახალი Patch …

Leave a Reply