სახლი / გმირების ისტორიები / Monkey King-ის ისტორია

Monkey King-ის ისტორია

500 წლის განმავლობაში ის მთის ქვეშ იყო გამომწყვდეული, მხოლოდ მისი თავი იყო თავისუფალი გამანადგურებელი წნეხისგან. სტოუნროუთის ტყვე, უხუცესმა ღერთებმა გამოიძახეს ის რათა ჩაეხშო მისი ბავშვური აჯანყება. იმ დროის განმავლობაშ რაც ის გამომწყვდეული იყო მთელი მის დაუცველი სახე ხავსმა დაფარა, ხოლო მის ყურებში ბალახი ამოვიდა; ხილვადობა მას დაფარული ჰქონდა ველური ყვავილებით, რომლებიც ნიადაგად მის ლოყებს იყენებდნენ და მის გარშემო აღმოცენდნენ. უმრავლესობა თვლიდა, რომ ის დიდი ხნის წინ მოკვდა, ის იტანჯებოდა ღმერთების მიერ, რადგან მან გაილაშქრა სამოთხის წინააღმდეგ, მაგრამ ლეგენდები მის შესახებ დღემდე ცოცხლობს, ზოგიერთი მათგანი ამბობს რომ მაიმუნების მეფეს არ შეუძლია რომ მოკვდეს.
ასე რომ ის იცდიდა, სანამ ღმერთები არ მივიდნენ მასთან და შესთავაზეს შანსი, რომ ყველაფერი თავიდან დაეწყო.მან ამ ტკივილს გაუძლო და როცა ღმერთები მასთან დაბრუნდნენ სონ ვუკონგმა მიიღო ღმერთების მიერ დაკისრებული ვალდებულება:ის თან უნდა გაჰყოლოდა ახალგაზრდა მღვდელთმსახურს, საიდუმლო მომლოცველს. ვუკონგს უნდა დაეცვა ის გზაზე შემხვედრი დემონებისა და საშიშროებებისგან,ის უნდა გაძღოლოდა მოკვდავს რათა მას სახლში დაებრუნებინაო ჯახური რელიქვია. თუ მაიმუნების მეფე ამას გააკეთებდა და თავმდაბლად დაემორჩლებოდა ადამიანის ყველა ბრძანებას, მოემსახურებოდა მას მთელი მისიის განმავლობაში, იგი ამით საკუთარ თავს დაუმტკიცებდა მის ცვლილებებს.
ამ ცვლილებამ, სონ ვუკონგს შეასრულებინა საკუთარი ფიცი ღმერთების სადიდებლად და გამოისყიდა წარსულში დაშვებული ცოდვები, ხოლო ღვთისმსახურმა ბევრი ისწავლა იმ სირთულეებით რომლებიც მათ გადახდათ. ის დაბრუნდა საკუთარი სახლის ტაძარში, ხელთ კი ოჯახური რელიქვია ებყრო. რაც შეეხება ვუკონგს-მან პირველად იპოვნა ისეთი ადგილი, სადაც მას შეეძლო სათანადოდ მდგარიყო ნებისმიერი ღმერთის გვერდით. ამ გადაწყვეტილებამ მას ცოტა ხნით დაავიწყა და უარი ათქმევინა თავის ძველ თავგადასავლებისა და დიდების წყურვილზე. მაგრამ მაიმუნების მეფე ბოროტად არის დაბადებული … და მას ღმერთების შეურაწყოფა არასდროს ბეზრდება.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …