სახლი / გმირების ისტორიები / Phantom Lancer-ის ისტორია

Phantom Lancer-ის ისტორია

შორეულ ძველ სოფელში ,  პოულში , არავინ არაფერი იცოდა ომის შესახებ, მშვიდი თევზჭერა და ოჯახურ გარემოში ვახშმობა – ეს მათთვის სრულფასოვანი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახლდათ. მაგრამ სამწუხაროდ ომმა მათ სოფლამდეც მიაღწია . ამ ბრძოლაში ჩართულმა ერთმა შუბოსანმა , სახელად აზრაფმა , დადო ფიცი , რომ მოუტანდა მშვიდობას თავის სამეფოს და მის მაცხოვრებლებს . მისმა თანამებრძოლებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს ბოლო გადამწყვეტ ბრძოლაში , საშინელი ჯადოქარის ვორნის წინააღმდეგ,  რადგან ისინი ჯარის ავაგარდში იმყოფებოდნენ (ანუ წინა რიგებში) . იმ მომენტისთვის , როცა ბრძოლა ჯადოქრის ციხესიმაგრემდე მივიდა აზრაფი დარჩა მარტო და მან მარტომ მოახერხა ციხესიმაგრეში შეღწევა. ბრძოლაში მაქსიმალურად ჩართულმა და კარგად დაკვირვებულმა აზრაფმა შეძლო და გადალახა , როგორც ჯადოქრის ყველა სასიკვდილო ხაფანგი და დაბრკოლება , ასევე მოჯადოებულ მცველებსაც მარტო გაუმკლავდა . მალე მან ჯადოქარი ვორნის სამყოფელ კოშკურასაც მიაღწია . გათენებამდე , იმ დროს, როდესაც  გარეთ ქაოსი სუფევდა, ისინი ებრძოდნენ ერთმანეთს , შუბი სკიპტრას წინააღმდეგ , საბოლოოდ კი აზრაფმა თავისი მეტოქე გამაბრუებელი შუბით ძირს დასცა. მაგრამ ჯადოქარი უბრალოდ არ დაცემულა ბრძოლის ველზე – ის დაიშალა სინათლის უთვალავ ნაწილად , რომლებმაც აზრაფი განგმირეს . როდესაც სიმშვიდემ დაისადგურა და ბრძოლის ნისლი მიმოიფანტა აზრაფმა აღმოაჩინა , რომ იგი იმყოფებოდა თავის თანამებრძოლებთან ერთად. ყველას ეცვა იგივე ტანსაცმელი და ყველას ეჭირა ზუსტად იგივე იარაღი რაც მას და მან შეიგრძნო და გაიგო რას ფიქრობდნენ და გრძნობდნენ მისივე მსგავსი თანამებრძოლები . მოკავშირეების მოახლოებისას აზრაფმა ისურვა , რომ მისი ფანტომები დამალულიყვნენ და ისინი ერთი მეორის მიყოლებით აორთქლდნენ . კოშკურაში მისულმა ჯარისკაცებმა იპოვეს მებრძოლი, რომელმაც მარტომ განგმირა ჯადოქარი. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ გმირს მებრძოლი გაქრა. მათ წინ მდგარი შუბოსანი კი თურმე უბრალო ფანტომი იყო …………..

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply