Pudge-ს ისტორია

მუდმივ ბრძოლის ველზე , შორს კვოიდჯადან სამხრეთით , ჩრდილის ფიგურა შეუჩერბლად მუშაობს ღამის საათებში – მიჰყავს, შემდეგ კი ანაწევრებს და ფატრავს ბრძოლის ველზე დაცემული მებრძოლების შიგნეულობას . ეს ყველაფერი კი  მეორდება შეუჩერებლად იმიტომ, რომ მეორე დილით ბრძოლა ხელახლა იწყება . იმ დაწყევლილ სამყაროში თავისით არაფერი არ იხრწნება – მკვდრებს არასოდეს ღირსებიათ უკან მიწაში დაბრუნება და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღრმა იყო მათი საფლავი . ფრინველების გუნდებს შორის , რომლებიც ხორცის დაჭრილ ნაჭრებს დატრიალებენ , ვარჯიშობს Pudge თავისი დანებით, რომლებიც უფრო და უფრო ბასრი ხდება გვამების ჭრით. ვჯის-ვჯიკ-ტუხ – ძვლებს ხორცი სრიალით სცილდება, ხოლო მყესები სველი ფურცლებივით იშლება . მიუხედავად იმისა, რომ Pudge-ს ძალიან სიამოვნებს მისი საქმიანობა და ძვლების ხორცისგან განთავისუფლება, მან მაინც მოახერხა და შეიყვარა ის , რაც რჩება მის მიერ გვამების გაფატვრის შემდეგ. თავიდან კუნთის ნაჭერი, შემდეგ სისხლის ერთი ყლუპი … ბოლოს იგი უკვე ეძგერებოდა გვამს და ხრავდა ზუსტად ისე, როგორც მშიერი ძაღლი ძვალს. თვით ისინიც კი, რომლებსაც არ ეშინიათ სიკვდილის მოციქულის, ამჯობინებენ რომ არ ჰქონდეთ არანაირი კავშირი ყასაბთან ……..

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply