სახლი / Guides / Push; Zoning; Pull and Stack ( ძირითადად Early )

Push; Zoning; Pull and Stack ( ძირითადად Early )

➤ ლეინის დაპუშვა – Push  (თუ ვერმიხვდებით სიტყვების მნიშვნელობებს, ნახეთ წინა პოსტი არტიკლი)

ალბათ ხშირად უთქვიათ თქვენთვის რომ არ დაგეპუშათ ლეინი ( დაახლოებით: Stop pushing u fkin cunt ). დავიწყოთ ყველაფერი თავიდან და გარკვევით. როდესაც თამაშის დასაწყისში კრიპები გამორბიან ლეინზე, თქვენ ისინი უნდა შეაჩეროთ ნელნელა, წინ დადგომით ( ნებისმიერ ვიდეოში ყველა მოთამაშე აკეთებს ამას ). რისთვისაა ეს საჭირო? მით უფრო შეაჩერებთ კრიპებს, მით უფრო ახლოს მოხდება თქვენი და მოწინააღმდეგე კრიპების შეჯახება, შესაბამისად გაგიადვილდებათ დაცულად ფარმი და ამავდროულად მოწინააღმდეგის დაჰარასება, რადგან მას მოუწევს თავისი თაუვერიდან შორს დგომა. ახლა კი ადვილი ასახსნელია რას ნიშნავს არდაპუშოთ ლეინი. კრიპების ჩხუბისას, თუ თქვენ დააკელით მოწინააღმდეგე კრიპს სიცოცხლე (სწორედ ამის შემდეგ გეუბნებიან რომ შეწყვიტოთ პუში), ის კრიპი მოკვდება უფრო მალე, ვიდრე რომელიმე თქვენი, შესაბამისად თქვენი კრიპები უფრო და უფრო ადვილად მოკლავენ დანარჩენებს და გაიქცევიან წინ, მოწინააღმდეგის თაუვერისკენ. ისინი შეაჩერებენ მოწინააღმდეგის ახალ კრიპებს, და დააკლებენ ცოტა სიცოცხლეს, რის შემდეგაც თქვენი ახალი მოსული კრიპები ადვილად მოკლავენ მათ და კიდევ უფრო დაპუშავენ
აზრი: არ შეეხოთ მოწინააღმდეგის კრიპებს სანამ მათ სიკვდილამდე 1 დარტყმა არ დარჩათ
შეეცადეთ რომ დაადენაიოთ თქვენი კრიპები რაც შეიძლება მალე (როცა სიცოცხლე ნახევარზე ნაკლები აქვთ დაიწყეთ დადენაიება) ამის შემდეგ თქვენი კრიპი კვდება უფრო მალე, და მოწინააღმდეგის კრიპები პუშავენ ლეინს.

• დამატებით აუცილებელი რამ: როდესაც თქვენი კრიპები მოკვდებიან, და მოწინააღმდეგის კრიპები მორბიან თქვენსკენ, არ მიუშვათ ისინი თაუვერთან. სჯობს დაუდგეთ ამ კრიპებს წინ და დაგაკლდეთ სიცოცხლე და დაელოდოთ თქვენ კრიპებს!!  არმისცეთ თაუვერს საშვალება დაარტყას კრიპებს, რადგან მას აქვს დიდი Damage და ადვილად გაწმინდავს მათ, რის შემდეგაც თქვენი ლეინი დაიპუშება. უბრალოდ არბენინეთ ისინი წრეზე და დაელოდეთ სანამ თქვენი კრიპები მოვლენ.

➤ Zoning – კრიპებსა და მოწინააღმდეგის შორის დგომა

ამის გამოყენებით თქვენ არ აძლევთ მოწინააღმდეგეს საშვალებას მიუახლოვდეს კრიპებს. ვნახოთ ვიდეო და განვიხილოთ:

• აუცილებელი და ძალიან გამოსადეგი შენიშვნა რომელსაც ხშირად გავიმეორებ!!! 
ერთერთი მექანიკის წესია, როდესაც თქვენ დგახართ მოწინააღმდეგის კრიპებთან ახლოს, და თქვენ აჭერთ მოწინააღმდეგეს რომ დაარტყათ (მოქმედებს მხოლოდ ჩვეულებრივ დარტყმაზე), კრიპების აგრო გადმოდის თქვენზე, ანუ ისინი მოდიან თქვენსკენ რომ დაგარტყათ! თუ თქვენ მიიზიდავთ კრიპების აგრესიას, ისინი აღარ დააკლებენ თქვენს კრიპებს, ისინი კი თავისთავად გააგრძელებენ რტყმას, შესაბამისად ეს კრიპები კვდებიან და თქვენი ლეინი იპუშება. ვიდეოში კარგად ხედავთ რომ ჩვენი გმირი არ აწვება მოწინააღმდეგეს რომ დაარტყას, ის უბრალოდ უახლოვდება მას, და მიდის ისეთ ადგილას, სადაც კრიპები არგამოეკიდებიან მას დარტყმის შემთხვევაში. ვიდეოში კარგად ჩანს თუ რაარის ხრიკის მიზანი, და როგორ რჩება მოწინააღმდეგე ფარმის და Exp-ის გარეშე. ამას ქვია Zoning

➤ Pull ანუ დაპულვა – ნეიტრალების დაჯახება კრიპებთან

თუ თქვენი ლეინი იპუშება (რაც თქვენ არგაწყობთ) თქვენ შეგიძლიათ ადვილად გამოიყენოთ დაპულვა Safe Lane-ზე.
რადიანტების მხარე:

ანუ ბევრი რომ არჩავხლართო ეს რატომ ხდება, უბრალოდ გეტყვით რომ როდესაც კრიპები ხვდებიან ნეიტრალებს, ისინი მისდევენ მათ მოსაკლავად.
შესაბამისად მოწინააღმდეგის კრიპები გაწმინდავენ მაქამდე მყოფ თქვენს კრიპებს და დაპუშავენ ლეინს
დავიმახსოვროთ!!!!!!!! ყველაზე საშინელება რაცშეიძლება ქნათ, არის როდესაც პულავთ კრიპებს, მაგრამ ისინი კლავენ ნეიტრალებს რის შემდეგადაც ბრუნდებიან ლეინზე (როგორც ვიდეოში ნაჩვენები 3 კრიპი), მათ უკან უერთდებათ ახალი წამოსული კრიპები და ყველანი ერთად საშინლად პუშავენ ლეინს!! ამიტომ ამის შესაჩერებლად ჯერ იყენებენ Stack -ს და შემდეგ Pull-ს (ვნახოთ ვიდეო)
დაიერების მხარე:

სტაკის შემდეგ, ნეიტრალების რაოდენობა იზრდება, შესაბამისად ისინი ერევიან თქვენს კრიპებს და აღარ აბრუნებენ უკან. დიდი პლიუსი! : კრიპებს კლავენ ნეიტრალები, რისგამოც მოწინააღმდეგეს უფრო ზღუდავთ Exp-ის აღებისგან. თითქმის ყველა ოფლეინერ გმირს ეზიზღება როცა ამას უკეთებენ.

## თუ თქვენ ვერ მოასწარით დასტაკვა, მაგრამ დაპულეთ და არგინდათ რომ კრიპები გაუშვათ უკან ლეინზე, არსებობს ერთი გზა:
რადიანტების მხარე:

დაიერების მხარე:

მგონი ახსნა აღარ ჭირდება, ჭირდება მხოლოდ დამუღამება ^_^ შევეცდები ყველანაირად დაგიღეჭოთ დოტის მექანიკა, რადგან ის თამაშის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია!

 

Comments

comments

About Plctlay

• Sometimes i Like to dig a hole in my back yard and pretend i'm a carrot •

ასევე ნახეთ

კონსოლის – ჩათის ბრძანებები dota 2

გამარჯობათ , გთავაზობთ დოტა 2 – ის კონსოლის ბრძანებებს. ბრძანებების დახმარებით თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ისეთი …

Leave a Reply