Silencer-ის ისტორია

აეოლ დრიასის ორდერის 7 თაობიანი ფრთხილი და წინასწარ გამიზნული შეჯვარებების, 250 წლიანი სხვადასხვა მაგიკოსების ფრთხილად ამორჩევის და დაქორწინებების შთამომავალი, ნორტრომი უნდა ყოფილიყო ორდერის რჩეული, მათი ამ სამყაროში წარმოჩენის მთავარი ბილეთი, საუკეთესო მაგიკოსი, რომლის ვენებში ყველა დროის საუკეთესო მაგიკოსების სისხლი ჩქეფდა.
ის იზრდებოდა სხვა ახალგარზრდა მაგიკოსებთან ერთად ორდერის აკადემიაში. როდესაც მისი ჯგუფელები სწავლობდნენ ცეცხლის, ყინულის ან სხვა მაგიების მართვას, ნორტრომი ჩუმად იჯდა კუთხეში, რადგან მას არ გამოსდიოდა არც ერთი ელემენტის მართვა, არც ტრანსფორმაცია, არც ლევიტაცია, უბრალო ჰექსიც კი. დიდხანს ელოდნენ ორდერის მეთაურები ნორტრომის ნიჭის გამოვლენას, მაგრამ ბიჭი ყველანაირად უიმედო ჩანდა. განრისხებულები იმით რომ მათი ამხელა ღვაწლი წყალში ჩაიყარა, ის გარიცხეს აკადემიიდან.
როდესაც საბოლოო ტესტირებების დრო მოვიდა, ნორტრომი გამოცხადდა მაგიკოსების შეჯიბრზე და მოითხოვა მონაწილეობის უფლება, რის გამოც ის ორდერის მეთაურმა სასაცილოდ აიგდო და უთხრა რომ ის მაგიკოსის გარდა ყველაფერი იყო. მაგრამ საბოლოოდ მას მაინც მისცეს მონაწილეობის უფლება.
როდესაც ყველა ელოდა რომ პირველივე და ყველაზე სუსტი მაგიკოსი მაშინვე გამოაგდებდა ნორტრომს შეჯიბრიდან, ორდერის ლიდერებმა ერთი რაღაც ისწავლეს, მაგიის არ ქონა, ყველაზე დიდი მაგია იყო რაც კი არსებობდა. ნორტრომი სათითაოდ ყველა მაგიკოსს ართმევდა არამარტო მათ მაგიის უნარს, არამედ ლაპარაკის უნარს და სასიცოცხლო ძალასაც, რის შემდეგაც ის ადვილად კლავდა მოწინააღმდეგეს.
საბოლოოდ ის გამოვიდა შეჯიბრის გამარჯვებული, მისი ორდერის ყველაზე ძლიერი მაგიკოსი, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply