Sniper-ის ისტორია

კარდელ მახვილთვალა დაიბადა კნოლენას მთებში , სადაც გონიერი ხალხი უხსოვარი დროიდან პატარა სოფელში ცხოვრობდა და უცნაურ კლდეზემცოცავ ცხოვრელებზე ნადირობდა . სოფლის მცხოვრებნი კლდეზემცოცავ ცხოველებს შორიდანვე იარაღით ხოცავდნენ და კლდიდან ჩამოვარდნილების ცხედრებს კი კრეფდნენ. მახვილთვალა თავის ხალხში საუკეთესო მსროლელი აღმოჩნდა – ის იარაღს ისე იყენებდა, როგორც საკუთარ ხელს . ინიციაციის დღეს, როდესაც ის სოფლის სრულფასოვანი წევრი უნდა გამხდარიყო , მას უნდა გაევლო უძველესი გამოცდა : მას ერთი ნასროლით, მდელოს ბოლოში მოსიარულე, ცხოველი უნდა მოეკლა . ტყვიის აცელა კი უდიდეს სირცხვილად ჩაითვლებოდა . კარდელმა გაისროლა, ცხოველი მიწაზე დაეცა , ხალხი უმალვე ცხედრისკენ გაემართა . როდესაც ისინი მკვდარ ცხოველთან მივიდნენ ყველა გაშეშდა , უხუცესება კი აღმოაჩინეს, რომ ტყვია ცხოველს თვალში მოხვედროდა და მის ქვედა ყბაში გაჭედილიყო. ეს წყეული ნიშანი კი იუწყებოდა ბნელი წინასწარმეტყველების დასაწყისს , რომლის მიხედვითაც მსროლელი მოიხვეჭდა სახელს, მაგრამ სანამ ამას შეძლება ის სოფლიდან გაძევებული იქნებოდა . შედეგად კი მახვილთვალამ , ზედმეტსახელად სნაიპერმა , საკუთარი ნიჭითვე შეძლო თავის დაწყევლა – მას არ ჰქონდა სოფელში დაბრუნების უფლება მანამ , სანამ ის ლეგენდარულ დიდებას ბრძოლის ველზე არ მოიპოვებდა.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Monkey King-ის ისტორია

500 წლის განმავლობაში ის მთის ქვეშ იყო გამომწყვდეული, მხოლოდ მისი თავი იყო თავისუფალი გამანადგურებელი წნეხისგან. …