სახლი / გმირების ისტორიები / Storm Spirit-ის ისტორია

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი ადამიანის სხეულშია გამომწყვდეული. ის არის ხმაურიანი და მხიარული, ამავდროულად დაუოკებელი აი როგორია მისი რეალური სახე. ის ძალიან ხუმარა, ამავდროულად საყვარელი ბიძა,თუმცა იგი დამანგრეველი ძალითაა აღსავსე, რომელსაც ყველგან ნერგავს სადაც კი შეუძლია. მაგრამ ეს ყოველთვის ასე როდი იყო, მან ერთი უდიდესი მარცხი განიცადა.
თაობების წინ გოდების მთების მიღმა იყო ვაკე, იქ კეთილი ადამიანები შიმშლით იხოცებოდნენ გვალვის გამო. ამ დროს, ერთმა უბრალო ელემენტალისტმა, რომელსაც თანდერკეგი ერქვა, გამოიყენა აკრძალული შელოცვა. მან გამოიძახა ზეციური ძალა- ქარიშხლის სული და სთხოვა მას რომ ციდან წვიმა მოევლინა რადგან დედამიწაზე ხალხი შიმშლობდა. მოკვდავის სიმართლით განრისხებულმა ელვისა და ჭექაქუხილის ღმერთმა რაიჯინმა მიწასთან გაასწორა და ნანგრევებად აქცია ეს ადგილი და ამისთვის მხოლოდ ქარი და წყალდიდობა გამოიყენა. თანდერკეგს ძალა არ შესწევდა საკუთარი ქმედებების გამოსასწორებლად და მისი შედეგებისგან დამძიმებულმა ელემენტალისტმა თვითმკვლელობის შელოცვა აღასრულა. ამ შელოცვას სულ სხვა შედეგი მოჰყვა, მისი და ზეციური სული ერთმანეთთან შეერთდნენ: მან შეიბყრო ზეციური ძალა და საკუთარ სხეულში გამოკეტა.ისინი მახეში აღმოჩნდენ. ამის შემდეგ უსაზღვრო იუმორის გრძნობის მქონდ თანდერკეგს რაიჯინის გიჟური ძალა გადაეცა. ასე შეიქმნა მხიარული რაიჯინ თანდერკეგი, ზეციური ძალა რომელიც სამყაროში მოკვდავის სხეულით გადაადგილდება.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Monkey King-ის ისტორია

500 წლის განმავლობაში ის მთის ქვეშ იყო გამომწყვდეული, მხოლოდ მისი თავი იყო თავისუფალი გამანადგურებელი წნეხისგან. …