Timbersaw-ის ისტორია

რიზრაკმა ვერაფრით ვერ შეძლო იმ საშინელი ხმის დავიწყება , რომელიც მის გონებას მუდამ თან სდევდა . ის მუშაობდა შეუჩერებლად და თავის სამუშაო ინსტრუმენტებს არც ერთი წამით უქმედ არ აჩერებდა .იგი იყო მშენებელი, მხერხავი და მჭედელი . სიზმარმა ის სამუდამოდ სამჭედლოს მიაჯაჭვა . მას მერე თვეები გავიდა,  რაც ის თავისი ბიძის სამჭედლოში ჩაიკეტა – თავისუფლება ისე ახლოს იყო როგორც არასდროს. ზურგის მოფხანისას, რიზრაკმა რამდენიმე წამით დახუჭა თვალები და უმალვე მის წინ გამოისახა ფერები, რომლებიც ტალღისებურად მოძრაობდნენ იმ მომენტამდე, სანამ ეს ფერები მტვრის ღრუბლად არ იქცა , რომელმაც გარშემო ყველაფერი ცოცხალი გაანადგურა. რიზრაკი შეცბა და უფრო დიდი მონდომებით გააგრძელა მუშაობა. სახელოსნო საათობის განმავლობაში ივსებოდა ქვების ხმოვანი კაკუნით – ეს იყო რიზრაკი, რომელიც თავის დიდ მჭრელ პირებს ლესავდა , ხოლო მის გონებაში მხოლოდ ერთი სურათი ტრიალებდა – ის როგორ იღუპებოდნენ მისი სასიკვდილოდ განწირული მეზობლები უთანასწორო ბრძოლაში . თუმცა იმასთან შედარებით , რამაც ქალაქის კედლებში ფესვები გაიდგა , არაფერი არ გახლდათ . რიზრაკს ფიქრობდა, რომ იგი თავისი ახალი ჯავშნით უფრო ძლიერი იყო და რაც მასში თითქმის ყველა შიშს აქრობდა . როდესაც ქალაქი დაეცა რაზრაკი გაურბოდა ხეებს, რომლებსაც შეეძლოთ სიარული , ბრძოლა  და მოწინააღმდეგის მოკვლაც კი . ხეებმა კარიბჭე ჩამოანგრიეს, შეესივნენ ქალაქს , დაანგრიეს ბოლო სამაგრი და დაერივნენ გადარჩენილებს . სახელოსნოს აბსოლიტურ სიმშვიდეში გაისხმა გრუხუნის ხმა : რიზრაკმა შეამოწმა ყველა ჯაჭვი და კბილანა მის გარშემო . მჭრელი კოსტუმი მზად იყო . ხელის კანკალით რაზრაკმა ჩართო თავისი მჭრელი მექანიზმი . მჭედელის გონება შიშმა მოიცვა – ეს იყო შიში იმისა , რაც მას წინ ელოდა და რასაც ის უნდა დაპირისპირებოდა. მიუხედავად იმისა , რომ მჭრელი აბჯარი მას მხნეობას ჰმატებდა მან მაინც იცოდა, რომ მოვიდა ის დრო როცა საჭირო იყო საკუთარი შიშისთვის თვალებში ჩაეხედა, როგორი საზარელიც არ უნდა ყოფილიყო ეს . დადგა დრო როცა უბრალო მჭედელმა ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვას….

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply