Tinker-ის ისტორია

ყველასათვის ცნობილი ბოშა ტინკერების პატარა რასა განთქმულია მათი ინტელექტით, ცბიერებითა და მაგიისადმი უსაზღვრო ინტერესით. ისინი მხოლოდ საკუთარი ნიჭისა გამოგონებების წყალობით გადარჩნენ და ახლა მხოლოდ ბუნებისაგან ბოძებულ ძალას იყენებენ, რომლის მიღების გასაღები გონივრული მეთოდოლოგია და დიდსულოვნებაა. მაშინაც კი, როცა ამ დიდსულოვნებამ დიდი უბედურება გამოიწვია, მათ არ შეეძლოთ ამის აღიარება. მას შემდეგ რაც ერთ ერთმა მათგანმა შეიცნო ბუნების სამართლიანობა, მას მოუნდა გაეგო მეტი მის შესახებ. მან შემნა მიწისქვეშა ლაბორატორია ბურუსით მოცულ იისფერ პლატოზე, სადაც მისი ხალხი ნარჩენებს ყრიდა. მიუხედავად საშიშროების დიდი რისკისა, მათ ამპარტავნულად გახსნეს პორტალი და მისი საშუალებით ისინი ესტუმრნენ ისეთ ადგილს, რომელიც სამყაროს მიღმაა და ცნობიერებას სცილდება, მაგრამ ზოგიერთმა ინტელიგენტმა ტინკერმა მოახერხა ამ მისტიური ადგილის საიდუმლოებებს ჩასწვდომოდა, რითაც კოშმარების სამყაროში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა. ამ საშნენი მოვლენების შემდეგ, გამოქვაბულში, სადაც მათ პორტალი გახსნეს შავი კვამლი წარმოიქმნა. ირგვლის ყველაფერი იისფერმა ნისლმა დაფარა, შემდგომ კვამლი მუდმივი ბნელეთის სუდარაში გაეხვა და საშინელი, თავზარდამცემი ფორმა მიიღო. ამ ინციდენტს მხოლოდ ერთი ბოშა ტინკერი გადაურჩა, რომელმაც თავისი გამოგონებებისა და ოსტატურად შექმნილი კონსტრუქციის მეშვეობით თავი დააღწია იისფერი ნისლის პლატოს, ხოლო მისი რასის დანარჩენო სხვა ყველა წევრი ამ ტრაგედიას ემსხვერპლა.

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Monkey King-ის ისტორია

500 წლის განმავლობაში ის მთის ქვეშ იყო გამომწყვდეული, მხოლოდ მისი თავი იყო თავისუფალი გამანადგურებელი წნეხისგან. …