Warlock-ის ისტორია

ულტისამყაროს აკადემიის არქივების აკრძალული განყოფილების მომავალმა უფროსმა , დემნოკ ლენნიკმა, თავი მიუძღვნა დაკარგული, იშვიათი და უბრალოდ აკრძალული ტომების ძებნას. ვერაფერმა და ვერავინ ვერ შეძლო მისი შეჩერება , საკმარისი იყო მისთვის ვინმეს ეთქვა, რომ სადღაც შორს, გზის ბოლოს ის იპოვიდა თუნდაც რაღაც უძველესი ტომის გრაგნილის საწყალ ნაგლეჯს, მასზე უძველესი სწავლებებით – ვერც წყევლა , ვერც ქვიშის არეული გზები, ვერ აჩერებდა მას. ლენნიკს ასევე ხშირად უწევდა საზარელ და აგრესიულ არსებებთან შერკინება, რომლებიც სპეციალურად ამ ძველი სწავლებებს და გრაგნილებს იცავდნენ .  მაგიის ახალი ტომების აღმოჩენა ან მათი მოძიება, დემნოკის ცხოვრებისეულ ჩვევად გადაიქცა. ასეთივე უსაზღვრო ენთუზიაზმით მიეძალა ლენნიკი მათ შესწავლასაც. მათი შესწავლის შემდეგ კი იგი ისევ აგრძელებდა თავის ლაშქრობებს მაგიის ახალი ჩანაწერების მოსაძებნად – შედეგად კი, მან ულტისამყაროს აკადემიის ყველა შავი მაგიის წინამორბედ ოსტატს ერთად აჯობა , რომლებმაც იმ დროში, რაშიც დემნოკმა თითქმის ყველა სახის შავი მაგია შეისწავლა, მათ მხოლოდ საწყისი კურსები თუ ჰქონდათ გავლილი. მან ინერცის დახმარებით ხისგან გამოჭრა თავისი სკიპტრა და მასში ჯოჯოხეთის სიღმეში მცხოვრები დემონის სული ჩაასახლა . ბოლო, დაკარგული წიგნის ძიებისას , მან დაიწყო საკუთარი ნამუშევრის შექმნა სახელად – შავი გრიმუარი . ეჭვგარეშეა, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გამოყენებითი სახელმძღვანელო იქნება დემონოლოგიაში ….

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply