სახლი / გმირების ისტორიები / Wraith King-ის ისტორია

Wraith King-ის ისტორია

მრავალი წლის განმავლობაში მეფე , ოსტარიონი , საკუთარი მტრების ნარგრევებზე ქმნიდა უზარმაზარ იმპერიას. მუდმივი დესპოტური მმართველობა – ეს იყო მისი იდეა, რომელმაც ის მთლიანად ჭკუიდან შეშალა . თავიდან ის თვლიდა , რომ კოშკურები , რომლებსაც ის საკუთარი სასახლის გარშემო ააშენებდა , მას ყოველგვარი საფრთხისგან დაიცავდა . შემდეგ ის მიხვდა , რომ ეს სრული აბსურდი იყო , რადგან ოდესღაც თვით ძვლებიც კი ქვიშად იქცეოდა . სხეულის მოკვდავობით იმედგაცრუებულმა მეფემ დაიწყო უფრო სანდო გზების ძებნა რათა საკუთარი მმართველობა სამუდამოდ გაეგრძელებინა . ეს იყო სპექტრალური ენერგია , სუფთა სულის ფორმა , რომელსაც მონსტრები სიკვდილისას გამოყოფენ . საკუთარ სხეულში მათი სულის ფორმის ჩასახლებით მას იმედი ჰქონდა რომ მისი სხეულიც უკვდავი გახდებოდა – ასეთი გახლდათ მისი ეგო . ასწლიანი მზედგომის დროს , რომესაც ასევე მოჩვენებების ღამეს უწოდებდნენ , მან მოამზადა ყველაფერი გარდაქმნის რიტუალისთვის და თავის ხელქვეითებს დაავალა რაც შეიძლება მეტი სული მოეგროვებინათ , რომლებიც მას უკვდავებასთან მიაახლოვებდნენ . არავინ არ იცის რამდენი გმირი დაეცა იმ ღამეს . ერთადერთი გადარჩენილი თვით მეფე აღმოჩნდა, რომელიც მეორე დღეს Wraith King-ის სახელით აღსდგა მკვდრეთიდან . მას შემდეგ Wraith King-ი სასახლეში არავის არ უნახავს , ის თავის ხმალთან ერთად მუდამ ბრძოლაშია და მოითხოვს არა მარტო სიკვდილამდე ერთგულებას , არამედ სიკვდილის შემდეგაც..

Comments

comments

About Vakhoo

What we think, we become.

ასევე ნახეთ

Storm Spirit-ის ისტორია

ქარიშხლის სული პირდაპირი გაგებით, არის ბუნების ძალა, ისეთივე ველური როგორც ქარი და წყალი, მაგრამ იგი …

Leave a Reply